ავტოდითეილინგი

დელფი მოტორსი გთავაზობთ ავტოდითეილინგის სხვადასხვა სერვისს. ავტოდითეილინგი სერვისების ერთობლიობაა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა ავტომობილის ვიზუალი გააუმჯობესოს მაქსიმალურად. ეს არის კომპლექსური და ზედმიწევნითი პროცედურები, რომელთა მიზანიც ავტომობილის ვიზუალის თავდაპირველ მდგომარეობამდე დაბრუნებაა.

ავტოდითეილნგი გულისხმობს ექსტერიერისა და ინტერიერის სიღრმისეული წმენდისა და აღდგენის დეტალურ პროცედურებს. შედეგად ვიღებთ უმაღლესი ხარისხის სისუფთავეს, ვიზუალისა თუ ფუნქციის(მაგალითად ღილაკების აღდგენა) რადიკალურ გაუმჯობესებას და ავტომობილის დამცავ ფენას – ნაკაწრებისგან, ნალექის შემდგომი ლაქებისა და საღებავის გახუნებისგან თავის ასარიდებლად.

დითეილინგის სერვისები ავტომობილს გარკვეულ პერიოდში ერთხელ უნდა ჩაუტარდეს, რაც საშუალებას აძლევს ავტომობილს შეინარჩუნოს ვიზუალური ღირებულება და გამოიყურებოდეს მუდამ ახალივით. ვადები ყოველი სერვისისთვის განსხვავებულია, მაგალითად: პოლირება-კერამიკა ავტომობილს შესაძლებელია 3 წელიწადში ერთხელ ჩაუტარდეს, ხოლო ქიმწმენდა რეკომენდირებულია 6 თვეში ერთხელ ჩატარდეს.

ავტომობილის ასეთი მოვლით შედეგი ყოველთვის და ყველასთვის შესამჩნევია, რაც ყველაზე მთავარია თქვენი კმაყოფილება თქვენივე ავტომობილით მუდამ უცვლელ და უმაღლეს დონეზეა. ავტოდითეილინგის სერვისების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ვებგვერდის სერვისების სექციაში და მიიღოთ უმაღლესი ხარისხის მომსახურება სასურველი შედეგის გარანტირებული პირობით დელფი მოტორსში.  

როგორც უკვე ვახსენეთ ავტოდითეილინგის სერვისების ერთ-ერთი მიზანი ექსტერიერისა და ინტერიერის საუკეთესო მდგომარების შენარჩუნებაა, რაშიც ყოველ ჩვენგანს ყოველდღიურობაში რამოდენიმე ფაქტორი შეიძლება გვიშლიდეს ხელს. იმისათვის რომ სხვადასხვა მიზეზის გამო ექსტერიერის დაზიანებები თავიდან აირიდოთ, გვსურს გაგაცნოთ დაზიანებების გამომწვევი მიზეზები: 

 

მწერები

მანქანის მართვისას გზად აუცილებლად დაიტოვებთ მწერების დიდ რაოდენობას ავტომობილის ზედაპირზე, რომელთა გაწმენდაც საქარე მინიდან საკმაოდ მარტივია, თუმცა ისინი ავტომობილის ისეთ ზედაპირზეც რჩებიან, სადაც საღებავია და რაც უფრო დიდხანს დააყოვნებთ ავტომობილს გაურეცხავს, მით მეტ ზიანს მიაყენებენ საღებავს. მწერები შეიცავენ მჟავას, სწორედ ის „ჭამს“ თქვენი ავტომობილის საღებავს. 

 

„კრეატიული წერა“

თავდაპირველად შეიძლება არც კი ვიფიქროთ, რომ ავტომობილის მტვრიან ზედაპირზე თითით წარწერის გაკეთება საზიანოა საღებავისთვის. მაშინ, როდესაც თითით ვეხებით მტვრიან ზედაპირს და ვამოძრავებთ მას, მტვრის ნაწილაკები ჩხაპნის ავტომობილის ამ ნაწილს და ზედაპირზე ნაკაწრებს ვტოვებთ. 

მზე

მზის ულტრაიისფერი სხივები იმაზე ძლიერია, ვიდრე ბევრი შეიძლება ფიქრობდეს.

მზის სხივებს ყოველთვის და ბოლომდე შეიძლება ვერ აერიდოთ, მაგრამ ყოველთვის ეცადეთ ავტომობილი გააჩეროთ ჩრდილში. მაშინ, როდესაც ავტომობილი მოკლე პერიოდის განმავლობაში და ნაკლებ სიცხეში დგას, ზედაპირზე მოლეკულები ირეკლვენ მზის ენერგიას სიცხის გამოყოფით, მაგრამ ავტომობილის მაღალ ტემპერატურაზე და დიდი ხნის დაყოვნებისას მოლეკულები ვეღარ ახდენენ ულტრაიისფერი სხივების არეკვლას და შედეგად ხდება საღებავის გაცვეთა და გახუნება.

საღებავის გაუფერულებისგან თავის ასარიდებლად საუკეთესო გზა ავტომობილის პოლირებაა.

 

ავტომატური სარწყავები

თუ ავტომატური სარწყავი სისტემები გაქვთ საცხოვრებელ ადგილას ან გიწევთ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილის გაჩერება, მაქსიმალურად შორს გააჩერეთ მანქანა სარწყავი რადიუსისგან. ცხელ დღეებში, როდესაც წვეთები ავტომობილის ზედაპირს დაეცემა, დარჩენილი  წყლის ლაქების მოშორება გარეცხვითაც კი შეუძლებელი იქნება. არსებული ლაქების მოშორება მხოლოდ პოლირებით იქნება შესაძლებელი.   

 

„საჩუქრები ციდან“

როგორც ჩანს ფრინველებს ზუსტად მაშინ სურთ ჩვენი დასაჩუქრება, როდესაც ავტომობილი ახალი გარეცხილი გვყავს. მათი „საჩუქრები“ ასევე შეიცავენ მჟავას, რომელიც ავტომობილის საღებავისთვის საზიანოა და აუცილებელია მოშორდეს დაუყოვნებლივ.

საწვავი

გასამართ სადგურებზე ხშირად გვქონია შემთხვევა, როდესაც თანამშრომელი სიჩქარის გამო საწვავს ავზს გარეთ ასხავს და ავტომობილის ზედაპირზე რჩება ლაქები. ეს შესაძლებელია ჩვენც შეგვემთხვას საწვავის ჩასხმისას. დარჩენილი ლაქები დიდ ზიანს აყენებენ საღებავს და განსაკუთრებულად რთულია მათი მოშორება ასეთ მდგომარეობაში ავტომობილის დიდხანს დაყოვნების შემდეგ. ამ დროს საუკეთესო გზა, საწვავით დალაქიანებული ზედაპირის დაუყოვნებლივი გაწმენდაა. 

მარილი

ზამთრის სეზონზე, როდესაც ტემპერატურა მინუს მაჩვენებელს აღწევს, მოგეხსენებათ მთავრობა გზებზე მარილს ყრის ავტომობილების მოცურებისგან თავის ასარიდებლად. ეს შესანიშნავია, როგორც ფეხით მოსიარულეთათვის, ასევე ავტომობილის მართვისთვის, თუმცა მარილმა შესაძლებელია თქვენი ავტომობილის ზედაპირის კოროზია გამოიწვიოს. ამის გამო ავტომობილი, მიუხედავად ზამთრის სეზონისა, რეგულარულად უნდა გაირეცხოს მარილიან გზებზე მოძრაობის შემდეგ.

 

გაზირებული სასმელი და ყავა

ამ სასმელებს ადამიანის უძლიერესი ნაწილის, მინანქრის დაზიანებაც შეუძლიათ. წარმოიდგინეთ, როგორი გავლენა შეიძლება იქონიონ ავტომობილის საღებავზე. თუ მანქანაზე გაზირებული სასმელი ან ყავა დაგესხათ, სასწრაფოდ ჩამორეცხეთ, ამით თავიდან აირიდებთ საღებავის დაზიანებას.

 

სხვა დამატებითი საინტერესო კონსულტაციებისთვის და სერვისებისთვის გელოდებით დელფიში, შეხვედრამდე.

 

 

სხვა შეკითხვა გაქვთ? დაგვირეკეთ ახლავე

დელფი მოტორსი - ლოგო
პროფესიონალი კადრები, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა და მსოფლიო სტანდარტის ხარისხის პროდუქცია ჩვენი შედეგის უპირობო გარანტია.

გამოგვყევით

Copyright © 2022 | All Rights Reserved

Created By Rankers Digital